თორნიკე რიჟვაძე – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა მოქმედი იურიდიული პირი, წლის ჭრილში ადეკლარირებდეს შემოსავლებს, რომელიც მიღებულია უცხოეთიდან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კანონი მეტ გამჭვირვალობას ემსახურება.
„სანამ ახსენებთ, ეს კანონი რუსულია თუ ქართული, იცით ალბათ ყველამ კანონს რა ჰქვია. სანამ სახელდებებს გამოვიყენებთ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონის სულისკვეთებაში ყველა გაერკვეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა მოქმედი იურიდიული პირი, წლის ჭრილში ადეკლარირებდეს შემოსავლებს, რომელიც მიღებულია უცხოეთიდან. ეს არ ქმნის პრობლემას ფიზიკური პირებისთვის, რომელიც. გრანტებითა და სხვა დახმარებებით ახორციელებენ მათ საქმიანობას, იღებენ განათლებას. თუმცა არსებობს რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც წლის განმავლობაში საერთოდ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მალავს ინფორმაციას. ძალიან მნიშვნელოვანია კანონის საფუძველზე დარეგულირდეს.
როგორც მოგეხსენებათ, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, მთავრობის აბსოლუტურად ყველა განკარგულება, მთავრობის სამართლებრივი აქტი არის, საჯარო და შესაბამისად ამ ნაწილში ძალიან ღია და გამჭვირვალეა სამთავრობო უწყებები“, – აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.