თორნიკე რიჟვაძე მასწავლებელთა მხარდაჭერისა და სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის ახალ პროგრამაში გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, “პროექტი ჩემს გაკვეთილზე” ფარგლებში გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა. პროექტის მიზანია მასწავლებელთა საქმიანობის მხარდაჭერა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში საკლასო აქტივობების გამრავალფეროვნების ხელშეწყობა.
აჭარის მთავრობის ინიციატივით, პედაგოგების მხარდაჭერის პროგრამა რამდენიმე თვის წინ დაანონსდა. პროექტის განსახორციელებლად, 600 ათას ლარამდე გამოიყო. პედაგოგები, რომლებიც დანერგავენ დამატებით წამახალისებელ აქტივობებსა და სწავლების ინოვაციურ მეთოდებს მოსწავლეებისთვის, ყოველთვიურად, 500-ლარიან დანამატს მიიღებენ.
კონკურსის ფარგლებში, განსაზღვრული კრიტერიუმებით, 2023 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, აჭარის განათლების სამინისტროში შევიდა 300-მდე საპროექტო განაცხადი და კომისიის მიერ შეირჩა 61 პროექტი, რომელთა განხორციელება თებერვლიდან დაიწყება. კონკურსის მეორე ეტაპზე საპროექტო განაცხადების მიღება იწარმოებს 2024 წლის 1-ლი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით და გაიზრდება დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობაც.
ასევე, აჭარის მთავრობის ინიციატივით, საჯარო სკოლის პედაგოგები ჩაერთვებიან საერთაშორისო პროექტებში.
პედაგოგებთან შეხვედრას აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ტრამპს სთხოვა ითამაშოს აქტიური როლი კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარების პროცესში. ეს ტემპი თუ შენარჩუნდება, ტრამპის სამშვიდობო მატარებლის შემდეგი გაჩერება – საქართველო უნდა იყოს

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში – ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში