თორნიკე რიჟვაძე კონტაქტურია, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა – კლინიკის დირექტორი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა დღეს საღამოს, 8 ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რიჟვაძე კონტაქტურია.
„ზოგადი მდგომარეობა არის დადებითი დინამიკის. კლინიკა გაუმჯობესებულია – ეს ნიშნავს, რომ ტრავმულ-ჰემორაგიული შოკის კლინიკა აღარ არსებობს“, – განაცხადა მან და დასძინა:
„ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის პარამეტრების რეჟიმები გამარტივებულია. ნევროლოგიური სტატუსის მხრივ კონტაქტი მყარდება, კონტაქტურია, ადეკვატურია, ასრულებს მარტივ დავალებებს“.
ლევან რატიანის თქმით, დაგეგმილი მკურნალობა პროტოკოლის გათვალისწინებით გრძელდება.
წინა დღეს, 7 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც „გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა“, საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ შეიყვანეს.
მალევე ხელისუფლებასთან აფილირებულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა.
ამის დასტურად მოიტანეს წერილი და ამტკიცებდნენ, რომ ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილმა თავმჯდომარემ დაწერა.
· აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, თვითმკვლელობა საგარეჯოში, სტუმრად მყოფმა, მასპინძლის იარაღით სცადა; ხოლო მანამდე წერილიც დაწერა, რომელშიც ოჯახის დაცვას „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებს სთხოვს – ასეთია -სა და სახელისუფლებო მედიის მიერ აღწერილი სურათი.
· თორნიკე რიჟვაძე ინციდენტისას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალეკო ახვლედიანის სტუმარი იყო.
· რიჟვაძის გარშემო განვითარებული მოვლენები პოლიტიკურ ოპონენტებსა და ექსპერტებს მრავალ შეკითხვას უჩენს სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ თორნიკე რიჟვაძე ერთ-ერთი პირველი იყო მაღალჩინოსნებს შორის, რომლებიც პოსტებიდან ერთმანეთის მიყოლებით გადადგნენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს