თორნიკე რიჟვაძე – კონსტიტუციის დარღვევა, ღალატი და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა უნდა მოიკითხოთ ძველ ხელისუფლებასთან – ძალიან მნიშვნელოვანია, 26 ოქტომბერს შევძლოთ დამაჯერებელი გამარჯვების მიღწევა კონსტიტუციური უმრავლესობით

კონსტიტუციის დარღვევა, ღალატი და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა – ეს უნდა მოიკითხოთ ძველი ხელისუფლების პირობებში და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ 26 ოქტომბერს შევძლოთ დამაჯერებელი გამარჯვების მიღწევა კონსტიტუციური უმრავლესობით, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ის საქართველოს კონსტიტუციის დღეს გამოეხმაურა.
მისი თქმით, „არცერთ თანამდებობის პირს არ გაუფიქრებია კონსტიტუციის ნორმებთან შეუსაბამობა“.
„მსურს მოგილოცოთ ყველას კონსტიტუციის დღე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი ჩვენი სახელმწიფოებრიობის. ჩვენი პოლიტიკური ძალა, მმართველი პარტია და მთელი შემადგენლობა ზუსტად იმ სულისკვეთებას იზიარებს და იმ ნორმებს იცავს ყოველდღიურ, მათ შორის, პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც გაწერილია ჩვენი კონსტიტუციით და ერთი წამითაც, არცერთ ჩვენს თანაგუნდელს, არცერთ თანამდებობის პირს არც კი გაუფიქრებია კონსტიტუციის ნორმებთან შეუსაბამობა. რაც შეეხება კონსტიტუციის დარღვევას, ღალატს და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვას, ეს უნდა მოიკითხოთ ძველი ხელისუფლების პირობებში და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ 26 ოქტომბერს შევძლოთ დამაჯერებელი გამარჯვების მიღწევა კონსტიტუციური უმრავლესობით, როგორც პარლამენტში, ასევე, აჭარის უმაღლეს საბჭოში, რომ ის ამოცანები, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას და რომლის თაობაზეც კონკრეტული პუნქტებით, კონკრეტული გეგმით პოლიტსაბჭომ უკვე გაავრცელა განცხადება, ეს ამოცანები იქნეს წარმატებით შესრულებული“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი