თორნიკე რიჟვაძემ მუსლიმ მრევლს რამადან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

ს ცენტრალურ მეჩეთში რამადან ბაირამთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლოცვა შესრულდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მუსლიმ მრევლს დღესასწაული მიულოცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სადღესასწაულო ლოცვას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის, საქართველოს პარლამენტის წევრები დაესწრნენ.
„მუსლიმ მრევლს რამადან-ბაირამის დღესასწაულს ვულოცავ. მათ ოჯახებს სიკეთეს ვუსურვებ, ჩვენს ქვეყანას მშვიდობას, მეტ სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემას.
სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ მეჩეთების რეაბილიტაცია მოხდეს და ყველა მორწმუნეს ჰქონდეს შეუფერხებლად ლოცვის საშუალება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
სადღესასწაულო ლოცვას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის, საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ბათუმის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.