თორნიკე რიჟვაძემ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ 29 აპრილს დაგეგმილ სახალხო შეკრებაზე გამოჩნდება თუ, სად დგას ქართველი ხალხი

თორნიკე რიჟვაძემ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ 29 აპრილს დაგეგმილ სახალხო შეკრებაზე გამოჩნდება თუ, სად დგას ქართველი ხალხი
აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ 29 აპრილს დაგეგმილ სახალხო შეკრებაზე გამოჩნდება თუ, სად დგას ქართველი ხალხი, ვისთვისაც ძვირფასია ეროვნული ტრადიციული ფასეულობები: მამული, ენა, სარწმუნოება.
მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მიმდინარეობაც განიხილა. აქტიურად მიმდინარეობს ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა. ეს ისტორიული მნიშვნელობის პროექტი გააუმჯობესებს მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობის როგორც სოციალურ, ასევე ეკონომიურ მდგომარეობას. ბათუმს ახალი, ოლიმპიური სტანდარტების, ყინულის სასახლე და საცურაო აუზი ექნება.
უკვე ცნობილია, რომ ახალი ყინულის მოედანი 2025 წელს ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლებს. თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერ მინისტრს ს და ყველა სამინისტროს, რომელიც ეხმარება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას აღნიშნული პროექტების განხორციელებაში.
აჭარაში წარმატებით ხორციელდება “ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამა. სახელმწიფოს მხრიდან თითოეულ ოჯახზე დაფინანსების წილი 50 000 ლარამდე გაიზარდა და ბიუჯეტმა 5 016 840 ლარი შეადგინა. გასულ კვირას 30-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო საცხოვრისი.
დასკვნით ეტაპზეა ,,ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ფაზა და მომდევნო თვიდან, ეტაპობრივად დაიწყება ბინების იქ მცხოვრებლებისთვის გადაცემა – ,,ეტაპობრივად 582 ოჯახი დაკმაყოფილდება ბინებით.
გრძელდება სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავება. 2024 წელს პროგრამის ფარგლებში, 2170 ჰექტარი ფართობი დამუშავდება, რაც შექმნის უფრო მეტ დოვლათს ფერმერებისთვის.
აჭარაში მზარდია საერთაშორისო ვიზიტების დინამიკა, რაც აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. რეგიონში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 64%-ით არის გაზრდილი. დასახელდა ევროპის ყველაზე ცნობილ ტურისტულ ქალაქებთან ერთად ევროპის ხუთეულში, რაც არის ძლიერი საფუძველი, რომ ქალაქი წარმატებით უმასპინძლებს მილიონობით მოგზაურს აჭარაში.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით გაიმართა გაფართოებული შეხვედრა, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ყველა მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის მიმდინარეობა თითოეულ მუნიციპალიტეტში, განისაზღვრა პროექტების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფისთვის საჭირო პროცედურები და დასრულების ოპტიმალური ვადები, იმსჯელეს ცალკეულ მუნიციპალიტეტებში არსებულ საჭიროებებზეც.

ასევე დაგაინტერესებთ

ორი დღეა, ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ხარჯთაღრიცხვას, რომ კოლოსალური თანხები შეაგროვა ხალხმა, პროტესტის დასაფინანსებლად. სინამდვილეში კი კეზერაშვილმა მოხსნა გუდას თავი და აგზავნის “მაყუთს”!

სანქციები იქნება, რა მერე? ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია სანქცირებულია, მიუხედავად ამისა, „აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს„ და ეს 200 000-კაციან მიტინგზეც დაადასტურა, რამე ეტყობოდა რომ სანქციები აშინებს?!