თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა

Geo Team-ის ინფორმაციით, 32 წლის ქართველი შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა და კარიერას თბილისის “დინამოში” განაგრძობს.
ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ხვალ 4 აპრილს გამოცდილი ფეხბურთელი 1-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს
ოქრიაშვილი, რომლის ბოლო კლუბიც “გაგრა” გახლდათ, დედაქალაქურ გუნდში რამდენიმე კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა.
სავარაუდოდ, 8 აპრილს ს “დინამოსთან” დაპირისპირებაში ის განაცხადშიც მოხვდება.