“ზაჰესის იზოლატორში მოვინახულე ტვ პირველის ოპერატორი – ლაშა ჯიოშვილი.
დღეს ღამის საათებში იწურება დაკავების 48 საათიანი ვადა.
ჯერჯერობით არ გვაძლევენ არც მტკიცებულებებს, არც სასამართლოში სავარაუდოდ წარდგენის დროს გვეუბნებიან.
ველოდებით ზარს.
პროცესზე წარვადგენთ მოწმეებს, ვინც შეესწრო ლაშას უკანონო დაკავებას და ასევე მტკიცებულებებს, სადაც ასახულია ნიღბიანი პირების მიერ დაკავების კადრები.
ლაშა პროცესზე მოყვება დაკავების ყველა დეტალს,” – წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი.