თორნიკე ართქმელაძე: მაშ ასე, დამოუკიდებლობის რეფერენდუმიდან 34-ე წლის თავზე ვუბრუნდებით ერთპარტიულ მმართველობას, სადაც განსხვავებულად ფიქრიც კი დაუშვებელი ხდება

“ამასობაში, პარტიების აკრძალვის კანონპროექტი შემოიტანეს. სამართლებრივად ამაზე ვერაფერს ვიტყვი, სრული სიგიჟე. ფორმულირება იმდენად ბუნდოვანია, ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას აკრძალავენ. რა თქმა უნდა, არც საკონსტიტუციო სასამართლოს უმრავლესობა გაუწევს წინააღმდეგობას.
კომპლექტში მოჰყვება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები, რომლითაც საარჩევნო პერიოდში პარტიებს 14 დღეში აკრძალავენ.
მაშ ასე, დამოუკიდებლობის რეფერენდუმიდან 34-ე წლის თავზე ვუბრუნდებით ერთპარტიულ მმართველობას, სადაც განსხვავებულად ფიქრიც კი დაუშვებელი ხდება,” – წერს სოციალურ ქსელში “ძლიერი საქართველო”-ს წევრი თორნიკე ართქმელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა გოგოლაშვილი – დარწმუნებული ვარ, როგორც ტრამპს მისწერეს წერილი, ზუსტად ისე მისწერეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს – ევროპელებმა გამოიყენებს შესაძლებლობა, რომ დაელაპარაკონ და ირაკლი კობახიძე სამიტზე მიიწვიეს