თინა ხიდაშელი: პასუხი კიდევ უფრო მარტივია: იმიტომ რომ, პუტინის მიმდევრების ამოცანა არა გამჭვირაველობა, არამედ ადამიანების სტიგმატიზაციაა!

“სინამდვილეში მთელი ეს ამბავი ერთ კითხვამდე დაიყვანება.
რატომ ჭირდება ფინანსური დეკლარაციების წარდგენას ვინმეს მიერ “მე ვარ აგენტად” რეგისტრიაცია?
ხომ მარტივია? მხოლოდ ამ კითხვას უნდა გასცეთ პასუხი და უცებ მიხვდებით რატომ არის კანონი რუსული.
კიდევ უფრო თვალნათელი რომ იყოს –
იმისათვის რომ ფინანსური დეკლარაცია მომზადდეს რომელიმე სამინისტროში წარსადგენად, სადაც ჩაიწერე რომ მოსახლეობის უფასო კონსულტაციების გაწევისთვის მივიღეთ ამა და ამ ფონდიდან ამდენი და ამდენი ლარი, რატომ უნდა წავიდეთ წინასწარ იუსტიციაში და ხელი მოვაწეროთ დეკლარაციას რომ მე ვარ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი?
პასუხი კიდევ უფრო მარტივია:
იმიტომ რომ, პუტინის მიმდევრების ამოცანა არა გამჭვირაველობა, არამედ ადამიანების სტიგმატიზაციაა!
და იმიტომ, რომ არც ერთი საკუთარი თავის პატივისცემელი ქვეყნის პატრიოტი ამას არ გააკეთებს, მერე უბრალოდ დახურონ ყველა ეს ორგანიზაცია,” – წერს სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ