თინა ხიდაშელი – აბუ-დაბიში მომხდარზე აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, ასევე გამოძიება უნდა დაიწყოს კახა კალაძის მიმართ იმიტომ, რომ ის ჩამოყალიბდა ჩვეულებრივ პროვოკატორად, რომელიც ახალისებს ძალადობას

მომხდარზე აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, ასევე გამოძიება უნდა დაიწყოს კახა კალაძის მიმართ იმიტომ, რომ კალაძე ჩამოყალიბდა ჩვეულებრივ პროვოკატორად, რომელიც ახალისებს ძალადობას, – ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა, თინა ხიდაშელმა აბუ-დაბიში მომხდართან დაკავშირებით განაცხადა.
მისი განმარტებით, ის, რაც აბუ-დაბიში მოხდა, პირდაპირ არის დაკავშირებული კახა კალაძის მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებთან.
„ის ერთმნიშვნელოვნად, მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ „რამეს გვეტყვით? ხელი მოგხვდებათ”, ოღონდ იმის განცდა და გაცნობიერება არ აქვს, რომ საჯარო მოხელეებზე ლაპარაკობს, უფრო მეტიც, პოლიტიკური თანამდებობის პირებზე. ლაპარაკობს ადამიანებზე, რომლებიც თავის თავს დეპუტატებს ეძახიან, ოღონდ მიაჩნიათ, რომ ძველი ბიჭებივით შეუძლიათ მოიქცნენ. იმის ილუზია არავის გვაქვს, რომ ზარქუას წინააღმდეგ გამოძიებას დაიწყებენ“, – განაცხადა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები , ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.
მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მომხდარი წინა დღეს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს