თინა ბოკუჩავა PACE-ის პრეზიდენტს, თეოდოროს რუსოპულოსს შეხვდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა PACE-ის პრეზიდენტს, თეოდოროს რუსოპულოსს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„გუშინ ევროსაბჭოში იყო ისტორიული დღე, როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის დანაშაულის შესწავლის შესახებ, რომელსაც მხარი არ დაუჭირა “რუსული ოცნების” დელეგაციამ, ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა. დღეს ასევე მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაიმართება დებატები საქართველოს საკითხზე პოლიტპატიმრების გათავისუფლების, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ჩვენ ამ საკითხებზე სასაუბროდ შევხვდით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ვისაუბრეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაბრუნების აუცილებლობაზე მაშინ, როდესაც ივანიშვილი ყოველდღიურად დგამს ნაბიჯებს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისკენ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)