თინა ბოკუჩავა – 26 ოქტომბრამდე დარჩა ზუსტად ასი დღე – დღეს, როგორც არასდროს, მჯერა იმის, რომ ჩვენი ერთიანობით ზუსტად 100 დღეში ყველა ერთად დიდ ეროვნულ გამარჯვებას ვიზეიმებთ

26 ოქტომბრამდე დარჩა ზუსტად ასი დღე. დღეს, როგორც არასდროს მჯერა გამარჯვების და იმის, რომ ჩვენი ერთიანობით ზუსტად 100 დღეში ყველა ერთად დიდ ეროვნულ გამარჯვებას ვიზეიმებთ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილის ცდილობს ქართული საზოგადოება დაყოს და დააპირისპიროს.
„26 ოქტომბრამდე დარჩა ზუსტად ასი დღე, ასი დღე გამარჯვებამდე. მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ცდილობს ქართული საზოგადოება დაყოს და დააპირისპიროს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რადგან ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, ერთიანობით გავიმარჯვებთ, ერთიანობით გაიმარჯვებს ჩვენიც ქვეყანა და ერთიანობით გადავარჩენთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს. დღეს, როგორც არასდროს მჯერა გამარჯვების და იმის, რომ ზუსტად 100 დღეში ჩვენ ყველა ერთად დიდ ეროვნულ გამარჯვებას ვიზეიმებთ”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძე – 20-მდე ქვეყნის დიპლომატს შევხვდით – კარგი შესაძლებლობა იყო, მათთვის გაგვეცნო ჩვენი ხედვა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და იმაზე, თუ რა არის აუცილებელი მეგობარი ქვეყნების მხრიდან, რათა მხარდაჭერა გაგრძელდეს