ჩვენ ახლა დავტოვებთ პლენარულ სხდომათა დარბაზს და საქართველოს მოქალაქეებს შევუერთდებით, რომებიც დღეს ჩვენი ქვეყნის ღირსებას, ეროვნულ და ევროპულ ინტერესებს იცავენ , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან სიტყვით გამოსვლისას უმრავლესობის წევრებსაც მიმარტა და მოუწოდა „ბოლო შანსი გამოიყენონ იმისთვის, რომ ქვეყნის ერთგულება აირჩიონ“.
„დღეს არჩევანი ნამდვილად შავი და თეთრია. ევროპა თუ რუსეთი, თავისუფლება თუ მონობა, ღირსება თუ ღალატი. მოგიწოდებთ, რომ გამოიყენოთ ბოლო შანსი იმისთვის, რომ ქვეყნის ერთგულება აირჩიოთ.
დღეს როგორც არასდროს, საქართველოს გამარჯვების მჯერა. მე მჯერა იმის, რომ ახალგაზრდები გაიმარჯვებენ და მათთან ერთად გავიმარჯვებთ ჩვენც, ყველა, ვინც საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველა ასპარეზზე ვიბრძვით. ჩვენ ახლა დავტოვებთ პლენარულ სხდომათა დარბაზს და საქართველოს მოქალაქეებს შევუერთდებით, რომებიც დღეს ჩვენი ქვეყნის ღირსებას, ეროვნულ და ევროპულ ინტერესებს იცავენ.
გავიმარჯვებთ სახელოვნად!“, – აღნიშნა თინათინ ბოკუჩავამ.