თინა ბოკუჩავა – სახელმწიფოს მხრიდან ლევან ხაბეიშვილი გახდა არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის სამიზნე – ამ სისასტიკეს ესწრებოდა გოგა მემანიშვილი და დააორგანიზა „ხარებამ“ – დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ

სახელმწიფოს მხრიდან გახდა არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის სამიზნე. ამ სისასტიკეს უშუალოდ ესწრებოდა გოგა მემანიშვილი და უშუალოდ დააორგანიზა ზვიად ხარაზიშვილმა, რომელსაც საზოგადოება იცნობს, როგორც „ხარებას“. ეს ადამიანი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ეს ადამიანები არიან დამნაშავეები და ისინი უნდა იყვნენ მიცემული პასუხისგებაში, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ძალადობა კი არ დააშინებს ახალგაზრდებს, არამედ, პირიქით, მოახდენს საზოგადოების კონსოლიდაციას და დაარწმუნებს მას იმაში, რომ აუცილებელია ცვლილება.
„აქციაზე ლევან ხაბეიშვილი ცდილობდა, რომ დახმარებოდა ახალგაზრდას, რომელსაც იტაცებდა სპეცრაზმი და ამგვარი თავდასხმის ობიექტი ხდება ათობით ახალგაზრდა ყოველდღიურად და სწორედ ამ მომენტში გაიტაცეს ხაბეიშვილი სპეცრაზმის წარმომადგენლებმა, რომლებიც სადამსჯელო რაზმად იქცნენ ვერ შემდგარი, შეშინებული, დიქტატორის ივანიშვილის ხელში. სახელმწიფოს მხრიდან ლევან ხაბეიშვილი გახდა არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის სამიზნე. ამ სისასტიკეს უშუალოდ ესწრებოდა გოგა მემანიშვილი, რომელიც არის თბილისის საპატრულოს უფროსის მოადგილე და ეს ძალადობრივი ორგანიზებული სისასტიკე, ძალადობა უშუალოდ დააორგანიზა ზვიად ხარაზიშვილმა, რომელსაც საზოგადოება იცნობს, როგორც „ხარებას“. ეს ადამიანი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ეს ადამიანები არიან დამნაშავეები და ისინი უნდა იყვნენ მიცემული პასუხისგებაში, თუ ეს არ მოხდება დღეს, ეს აუცილებლად მოხდება ხვალ, როდესაც სამართლიანი სასამართლო აპოლიტიკური საგამოძიებო უწყებები ყველა ადამიანის მისცემენ პასუხისგებაში, ვინც ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე. რა არის მიზანი? მიზანი არის ივანიშვილის სიტყვების აღსრულება, რომელმაც ძალდატანებით მოყვანილი ხალხის წინაშე რუსთაველზე დააანონსა რეპრესიები, დააანონსა რეპრესიები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ამიტომ არის, რომ ყოველდღიურად ფიზიკურად უსწორდებიან ბავშვებს, ახალგაზრდებს, ქალებს უმოწყალოდ სცემენ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად იცავენ საკუთარ მომავალს და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. დაჭერილია 150- მდე ახალგაზრდა, რომელთა 90 პროცენტი არის სასტიკად ნაცემი მაგრამ, როგორც ლევანმა [ხაბეიშვილი] თქვა, როდესაც ის მოვიდა პარლამენტში ასეთი ნაცემი მეორე დღეს და კიდევ ერთხელ აჩვენა მთელს საზოგადოებას, რომ არავის არაფრის ეშინია, ეს კი არ დააშინებს ახალგაზრდებს, ამგვარი ძალადობა, არამედ პირიქით, მოახდენს ჩვენს კონსოლიდაციას, როგორც საზოგადოების და კიდევ უფრო დაგვარწმუნებს იმაში, რომ აუცილებელია ცვლილება, რომელსაც აუცილებლად ერთად მოვიტანთ იმ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც ყოველდღიურად დგანან რუსთაველზე და მაინც გააგებინებენ ივანიშვილის ხელისუფლებას. კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.