თინა ბოკუჩავა – როცა ივანიშვილს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გამომწყვდეული ჰყავს, მეხუთე პრეზიდენტს გამომწყვდევით ემუქრება, არც გიორგი გახარიას ექნება ამ ყველაფრისგან იმუნიტეტი

რა თქმა უნდა, არაფერია გამორიცხული, – ასე უპასუხა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი, თავდასხმის შემდეგ „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია თავად დააკავონ.
ბოკუჩავას თქმით, გახარიაზე თავდასხმის შემდეგ, საზოგადოებამ აღნიშნულის ამსახველი ვიდეოს ფაბრიკაცია იხილა.
„როცა ივანიშვილს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გამომწყვდეული ჰყავს, მეხუთე პრეზიდენტს გამომწყვდევით ემუქრება, პოლიტიკური ოპონენტები აღარ დარჩა, რომელიც ციხეში ნამყოფი არაა, ან მათზე საქმე აღძრული არაა ცრუ ბრალდებებით, არც გიორგი გახარიას ექნება ამ ყველაფრისგან იმუნიტეტი. გუშინ ვიხილეთ ანგარიშსწორება და შემდეგ ფაბრიკაცია ივანიშვილის პროპაგანდისტული არხის, “იმედის” მხრიდან. ვისურვებდი, უფრო ნაკლები ადამიანი ვნახო ივანიშვილის რუსული მანქანის რიგებში და სამსახურში ჩამდგარი. თუმცა, რაც ვნახეთ ამ ფაბრიკაციით, იმ თავითვე გაგვიჩნდა ეს ეჭვი, რომ მიზანი ეს იყო”,- განაცხადა ბოკუჩავამ.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ