თინა ბოკუჩავა რობერტა მეცოლას, ურსულა ფონ დერ ლაიენს და მანფრედ ვებერს შეხვდა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს და EPP-ის პრეზიდენტს მანფრედ ვებერს შეხვდა.
როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პარტიის თავმჯდომარემ ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დროს ისაუბრა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.
„თინა ბოკუჩავა, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დროს ისაუბრა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე: ივანიშვილის რეპრესიულ რეჟიმზე, რუსული რეჟიმის მხრიდან საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟის საფრთხეზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც არის პუტინის პირადი პატიმარი, რადგან მიხეილ სააკაშვილმა არ დათმო ქვეყნის დამოუკიდებლობა 2008 წელს და 50-ზე მეტ პოლიტპატიმარზე, რომლებიც უკანონოდ დააკავა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.