თინა ბოკუჩავა – მოსალოდნელია, რომ აშშ-მა გამოიყენოს სანქციების ბერკეტი და დაასანქციროს დეპუტატები, რომლებიც ხმას მისცემენ რუსულ კანონს და ზიანს მიაყენებენ ქვეყნის ევროპულ მომავალს

მოსალოდნელია, რომ -მა მორიგ ჯერზე გამოიყენოს სანქციების ბერკეტი და დაასანქციროს დეპუტატები, რომლებიც ხმას მისცემენ რუსულ კანონს და ზიანს მიაყენებენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე განცხადებით, „ქართველი ხალხის ძალისხმევით ჩავარდნილი რუსული კანონის რეინიცირება არის მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის“.
„მაშინ, როდესაც ერთხელ ქართველი ხალხის ძალისხმევით ჩავარდნილი რუსული კანონის რეინიცირება არის მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ივანიშვილის პარტიის წევრების მხრიდან, მოსალოდნელია რომ აშშ-მ მორიგ ჯერზე გამოიყენოს სანქციების ბერკეტი. ახლა უკვე არა მოსამართლეების ან პროკურორის წინააღმდეგ, არამედ კონკრეტული დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებიც ხმას მისცემენ რუსულ კანონს და ამით ზიანს მიაყენებენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, იმიტომ რომ აშშ-ს და ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოში ქართველი ხალხის მხარდაჭერაა ევროინტეგრაციის გზაზე”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – აქცია ვერ აღწევს კულმინაციას, ძირითად შედეგს, რისთვის არის მოწოდებული და დაიწყეს ახლა აკერმანის დღის წესრიგის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ნაწილზე საუბარი, ფატალურ შედეგზე

ირაკლი ქადაგიშვილი – აღმოჩნდა, რომ დაფინანსება, განსაკუთრებით პოლიტიკასთან პირდაპირ დაკავშირებული „ენჯეოების“, ხმარდება სწორედ რევოლუციების მოწყობას ქვეყანაში და რადიკალიზმის გაღვივებას