თინა ბოკუჩავა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს და საგარეო მინისტრს მიჰაი პოპსოის შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
თინა ბოკუჩავას განმარტებით, აუცილებელია ძალისხმევის გაორმაგება საგარეო ფრონტზე იმისთვის, რომ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან არ მოიხსნას.
“ჩვენ შევხვდით, როგორც მაია სანდუს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს. მოლდოვის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად და ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად აქ, კიშინიოვში იმყოფებიან ვაიმარის სამკუთხედის სამივე ლიდერები – პრეზიდენტი მაკრონი, პრემიერ-მინისტრი დონლად ტუსკი და კანცლერი მერცი, რაც ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირი ყველა ძალისხმევას დებს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაში, რომელიც არის მთავარი გარანტი მშვიდობის, თავისუფლების და ევროპული კეთილდღეობის ევროპულ სივრცეში. ჩვენ დღეს ამ შესაძლებლობას გვართმევს ივანიშვილის კრიმინალური ბანდა მაშინ, როდესაც ევროპაში ჩვენც გველოდებიან, ქართველ ხალხსაც ელოდებიან და ეს შესაძლებლობა ხელის გულზე დევს, ამიტომაც აუცილებელია გავაორმაგოთ ძალისხმევა საგარეო ფრონტზე იმისთვის, რომ საქართველო არ მოიხსნას საერთაშორისო დღის წესრიგიდან და ასევე ქვეყნის შიგნით და ამ პროცესების სინქრონიზაციით მოვიტანოთ რეჟიმის ცვლილება და დავაბრუნოთ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?