თინა ბოკუჩავა კობახიძეს – ახსენეთ, რომ ნებისმიერი ლოიალური დამოკიდებულება კორუფციის მიმართ მიუღებელია, თუ გსურთ, რომ ეს განცხადება უკიდურეს სიყალბედ არ იყოს აღქმული, უბრალოდ სკამს კი ნუ გაუცვლით ღარიბაშვილს, გამოძიება დაიწყეთ

ბატონო ირაკლი, თქვენს გამოსვლაში ახსენეთ, რომ ნებისმიერი ლოიალური დამოკიდებულება კორუფციის მიმართ პირადად თქვენთვის მიუღებელია. თუ გსურთ, რომ ეს განცხადება უკიდურეს სიყალბედ არ იყოს აღქმული საზოგადოებაში, უბრალოდ სკამს კი ნუ გაუცვლით ირაკლი ღარიბაშვილს, გამოძიება დაიწყეთ ელიტურ კორუფციაზე , – ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ს.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ყალბია“ კორუფციაზე ირაკლი კობახიძისა და „ქართული ოცნების“ გუნდის რიტორიკა.
„ვფიქრობ, რომ ხალხი ძალიან დაიღალა ივანიშვილის და მისი მთავრობის ტყუილებით, ჩინოვნიკების ყალბი დაპირებებით, ციფრებით მანიპულირებით და სტატისტიკით ბაქიბუქით მაშინ, როდესაც ეკონომიკა მუშაობს მხოლოდ ივანიშვილისთვის, მხოლოდ მისი კორუმპირებული კასტის სასარგებლოდ, ხოლო ჩვენი თანამოქალაქეების უმეტესობა უმუშევრობას და უპერსპექტივობას ებრძვის ან მიდის ქვეყნიდან.
მოლოდინი იმის, რომ ივანიშვილის მთავრობა რეალობას თვალს გაუსწორებს და ქვეყნისთვის რეალურ ცვლილებებს მოიტანს, ნამდვილად არ მაქვს. მოლოდინი მაქვს იმის, რომ ქართველი ხალხი წელს შეცვლის ხელისუფლებას ისეთივე სიმტკიცით და შეუპოვრობით, როგორც კანდიდატის სტატუსი მოიპოვა. არა, ბატონო ირაკლი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ არის უპირველეს ყოვლისა ს დამსახურება, როგორც დღეს თქვენ მოგვახსენეთ. კანდიდატის სტატუსი ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომელიც თავის ნამდვილ ძალას ოქტომბერში კიდევ ერთხელ აჩვენებს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ