თინა ბოკუჩავა – ივანიშვილის ხელისუფლებამ ღიად იცვალა კურსი და უარი თქვა საქართველოს ევროინტეგრაციაზე – ის მეგობრებს ეძებს არა დემოკრატიულ, დასავლურ ქვეყნებში, არამედ ავტოკრატიულ ქვეყნებში

ივანიშვილის ხელისუფლებამ ღიად იცვალა კურსი და უარი თქვა საქართველოს ევროინტეგრაციაზე. ის მეგობრებს ეძებს არა დემოკრატიულ, დასავლურ ქვეყნებში, არამედ ავტოკრატიულ ქვეყნებში, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები საპატიო ვიზიტით დადიან ირანში და მასპინძლობენ ს წარმომადგენლებს ევროკავშირის და -ს ლიდერების ნაცვლად.
„იცით, რომ ყირგიზეთმა მიიღო მსგავსი ტიპის კანონი, რომელიც ასევე მიზნად ისახავს კრიტიკული მედიის, არასამთავრობო სექტორის და ზოგადად კრიტიკული აზრის გაჩუმებას ქვეყანაში. ფაქტია, რომ დღესდღეობით, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლებამ ღიად იცვალა კურსი და უარი თქვა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ის მეგობრებს ეძებს არა დემოკრატიულ, დასავლურ ქვეყნებში, არამედ ავტოკრატიულ ქვეყნებში და საპატიო ვიზიტით დადიან ირანში და მასპინძლობენ ყირგიზეთის წარმომადგენლებს ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერების ნაცვლად“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ