თინა ბოკუჩავა – ივანიშვილის რეჟიმის მიმართ -ის არაღიარების პოლიტიკა არ შეიცვლება – ურთიერთობის გადატვირთვის გზა მხოლოდ ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებია

ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში ქართველ ხალხს და ჩვენს ევროატლანტიკურ მოსწრაფებებს ძალიან მყარი მხარდაჭერა აქვს და რომ -ის არაღიარების პოლიტიკა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ არ შეიცვლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
თინა ბოკუჩავას თქმით, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის აღდგენის ერთადერთი გზა საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა.
„აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში, ორივე პალატაში, ორივე პარტიაში ქართველ ხალხს და ჩვენს ევროატლანტიკურ მოსწრაფებებს აქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა და აშშ-ის არაღიარების პოლიტიკა ივანიშვილის მიმართ არ შეიცვლება, არ შეიცვლება არც სანქციების გადაწყვეტილებები. შესაბამისად, ერთადერთი გზა, რომ აღვადგინოთ ჩვენი ურთიერთობები ჩვენს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან არის ახალი საპარლამენტო სამართლიანი და თავისუფალი . ურთიერთობის გადატვირთვის აშშ-სთან გზა მხოლოდ ეს არის“, -განაცხადა თინა ბოკუჩავამ.