თინა ბოკუჩავა – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესიისთვის მოსამზადებელ სხდომაზე საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება, სადაც სავარაუდოდ, საუბარი იქნება ახალი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების შესახებ

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესიისთვის მოსამზადებელ სხდომაზე დებატები გაიმართება საქართველოს საკითხზე, სადაც სავარაუდოდ, საუბარი იქნება საქართველოში ახალი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების შესახებ.
„დღეს ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოსამზადებელ სხდომაზე წლიური სესიისთვის, რომელიც ივნისში ჩატარდება, შედგება საგანგებო დებატები საქართველოს საკითხზე გამომდინარე იმ უმძიმესი კრიზისიდან, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა ქვეყანა მიტაცებული არჩევნების და შემდგომი რეპრესიების შედეგად. დებატებზე, სავარაუდოდ, განხილული იქნება ახალი, თავისუფალი, სამართლიანი , როგორც ერთადერთი გამოსავალი დღევანდელი პოლიტიკური კრიზისიდან და ასევე გაიჟღერებს ის მოთხოვნები, რომლებიც აერთიანებს ქართველ ხალხს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვხვდებით ამერიკის დელეგაციას იმისთვის, რომ განვიხილოთ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოსთან და რეგიონთან მიმართებაში და სანქცირების პოლიტიკის შენარჩუნება ივანიშვილის რეჟიმის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომელიც ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესიისთვის მოსამზადებელ სხდომას ესწრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას