თინა ბოკუჩავა – ეს კანონი იყო რუსული შარშან და ეს კანონი არის რუსული წელს – ეს არის იდენტური კანონი, უბრალოდ შეცვლილი სათაურით

ეს კანონი იყო რუსული შარშან და ეს კანონი არის რუსული წელს – ეს არის იდენტური კანონი, უბრალოდ შეცვლილი სათაურით, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკულ და ევროპულ ორგანიზაციებზე თავდასხმა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ივანიშვილის პარტიის პირობებში “ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია საფრთხის წინაშე დგას”.
როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, ჩავარდნილი კანონის რეინიცირებით, კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს მისი მთავარი ჩავარდნის – ეკონომიკური ჩავარდნის შესახებ.
„ეს კანონი იყო რუსული შარშან და ეს კანონი არის რუსული წელს. ერთადერთი ცვლილება არის სათაურში. არანაირი ცვლილება არ შესულა არც მის შინაარსში და არც მიზანში. ისე როგორც შარშან, ახლაც ის არის “რუსული კანონი” და ამაში ეჭვი არ ეპარება არც საქართველოს მოქალაქეს და არც ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ “რუსული კანონის” რეინიცირება და მისი მიღება საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ