თინა ბოკუჩავა – ერთი წლის განმავლობაში ხალხი არ დაიღალა, არ დანებდა, არ შეეგუა ივანიშვილის მოცემულობას, რომ საქართველოს არ ჰქონდეს ევროპული მომავალი და იყოს ს უკანა ეზო – ევროინტეგრაციის გზას ქართველი ხალხი გააგრძელებს

ერთი წლის წინ ივანიშვილმა, ცხადად თქვა ის, რაც 2012 წლიდან ვიცოდი, რომ მისი რეჟიმის პირობებში საქართველოს ევროპული მომავალი არ ექნებოდა და ღიად გაწყვიტა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, რომელიც ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანია,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, თსუ-ს პირველ კორპუსთან განაცხადა, სადაც აქციის მონაწილეები იკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუაერთდებიან.
მისი თქმით, საბოლოოდ პროცესი საქართველოსა და ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება.
“ზუსტად ერთი წლის წინ ივანიშვილმა, ცხადად თქვა ის, რაც 2012 წლიდან ვიცოდი, რომ მისი რეჟიმის პირობებში საქართველოს ევროპული მომავალი არ ექნებოდა და ღიად გაწყვიტა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, რომელიც ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანია. ამ გზას კი ქართველი ხალხი გააგრძელებს. ერთი წლის განმავლობაში ხალხი არ დაიღალა, არ დანებდა, არ შეეგუა ივანიშვილის მოცემულობას, რაც არის, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს ევროპული მომავალი და საქართველო იყოს რუსული გავლენის ქვეშ, ს უკანა ეზო, წარუმატებელი და არ შემდგარი ქვეყანა, რომელსაც მართავს კრიმინალთა ბანდა და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სიმდიდრის მოხვეჭით არის დაკავებული.
საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა მაშინ, როდესაც ერთი წლის წინ დე-ფაქტი პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომელსაც უდიდესი პროტესტი მოჰყვა, რაც დღემდე გრძელდება. რეჟიმმა ადამიანები იმიტომ დაატყვევა, რომ ისინი არ თმობენ ევროპულ ღირებულებებს, ევროპულ დროშას და ევროპულ მომავალს. როდესაც კომისიამ უმძიმესი ანგარიში გამოაქვეყნა საქართველოსთან დაკავშირებით, ნათქვამი იყო, რომ საქართველოს რეჟიმის ნაბიჯების გამო შეჩერდა ევროინტეგრაციის პროცესი”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, თსუ-ს პირველ კორპუსთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან, რომლებიც შემდგომ პარლამენტამდე მსვლელობას გამართავენ. ადგილზე უკვე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები, წევრები, მხარდამჭერები, ასევე აქტივისტები და მოქალაქეები, რომლებიც ერთი წლის წინ, 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს-პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერებას გულისხმობს, აპროტესტებენ და ახალი საპარლამენტო ს ჩანიშვნასა და აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.