თინა ბოკუჩავა – ევროპის სახალხო პარტია გმობს ნავალნის მკვლელობას პუტინის რეჟიმის მიერ და მოითხოვს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი – სალომე ზურაბიშვილმა ზომები უნდა მიიღოს და სააკაშვილი გაათავისუფლოს

ევროპის სახალხო პარტია გმობს ნავალნის მკვლელობას პუტინის რეჟიმის მიერ და მოითხოვს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პრეზიდენტი , რომელიც როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პოლიტიკური მოტივით იდევნება – სალომე ზურაბიშვილმა ზომები უნდა მიიღოს და სააკაშვილი გაათავისუფლოს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ევროპის სახალხო პარტიის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
ბოკუჩავას განცხადებით, ევროპის სახალხო პარტიის გზავნილი მკაფიოა და ეს არის კიდევ ერთი მოწოდება მათ შორის, ს მისამართით.
„ევროპის სახალხო პარტია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში გმობს ს მკვლელობას პუტინის რეჟიმის მიერ. მოითხოვს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და კარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომელიც როგორც განცხადებაშია ნათქვამი – პოლიტიკური მოტივით იდევნება, ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი და კიდევ ერთი მოწოდება მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ როგორც პირდაპირ პირდაპირ უთხრეს მიუნხენის კონფერენციაზე, მან მიიღოს მის ხელთ არსებული ზომები იმისთვის, რომ გათავისუფლდეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ჩანაწერზე, რომელიც პერსონალური მონაცემების დამუშავებას ეხება, განცხადებას ავრცელებს