თინა ბოკუჩავა – ევროპარლამენტის რეზოლუციაში საუბარია ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე, ასევე მოწოდებაა სააკაშვილის შეწყალებაზე – ერთიანობის დროა ყველა იმ აქტორის, რომლისთვისაც ძვირფასია ქვეყნის ევროპული მომავალი

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოზე, სადაც საუბარია ს არაღიარებაზე და ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. ასევე არის მოწოდება პრეზიდენტ ზურაბიშვილზე, რომ შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, ერთიანობის დროა.
„ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოზე, სადაც საუბარია არჩევნების არაღიარებაზე და ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. ასევე არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლებაზე პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლების და მათ შორის პრეზიდენტ ზურაბიშვილზე, რომ შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი.
დღეს არის ერთიანობის დრო, ყველა იმ პოლიტიკური აქტორის, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. მაშინ, როდესაც ივანიშვილი ქვეყანას აკარგვინებს არა მხოლოდ ევროპულ მომავალს, არამედ სახელმწიფოებრიობას, ყველამ, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, უნდა ჩავჭიდოთ ხელი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 444-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 72-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 82-მა თავი შეიკავა.
დოკუმენტი ევროკომისიას საქართველოს უვიზო სტატუსის გადახედვისკენ მოუწოდებს. ამასთან, ევროპარლამენტი ს, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, სა და ს დასანქცირებას მოითხოვს. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს და ერთი წლის განმავლობაში არჩევნების ხელახლა ჩატარების მოწოდებით გამოდის. ამასთან, ევროპარლამენტმა რეზოლუციის ტექსტში შესწორება დაამტკიცა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს მისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებისკენ და ს შეწყალებისკენ მოუწოდებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მთავარია, რას გააკეთებს დონალდ ტრამპი, მან აღნიშნა, რომ მისი მიზანია აშშ-ის სტრუქტურების გათავისუფლება „დიფ სთეითისგან”, თუ ამას გააკეთებს, დადებითად აისახება საქართველოს ინტერესებზე და გაჯანსაღდება ურთიერთობები

ირაკლი კობახიძე – გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3 000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს – ხალხი აღარ დადის აქციებზე – მძიმე ემოციური ფონია, ერთგვარი ისტერიული მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში

ირაკლი კობახიძე – რაზეც ვსაუბრობდით ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად, ამაზე უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წევრები საუბრობენ – ჩვენ გვაქვს იმედი, რომ „დიფ სთეითის” პრობლემა სრულად დაიძლევა

პრემიერი – რასაც ველოდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ზუსტად იგივე ხდება, მათ შორის იმის ჩათვლით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ შეეგუებოდა თანამდებობის დატოვებას, შემოიკრებდა ამ თემის გარშემო რადიკალურ ოპოზიციას, ეს არის ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარი