“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტარ, ანტონიო ლოპეს-ისტურიც ვაითს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს განაგრძობს.
როგორც თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, გრძელდება მუშაობა რეზოლუციის ტექსტზე, სადაც საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნების არ აღიარებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე იქნება, რომელსაც ევროპარლამენტი ხვალ მიიღებს.