თინა ბოკუჩავა – „დემოკრატიის ფესტივალი“ არის შესაძლებლობა, შეხვდე მოსახლეობას და იმსჯელოთ პრობლემების მოგვარების გზებზე – „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ შედის ეს, რადგან დაკავებულნი არიან პროპაგანდით

„დემოკრატიის ფესტივალი“ არის შესაძლებლობა, შეხვდე მოსახლეობას და იმსჯელოთ იმ პრობლემების მოგვარების გზებზე, რაც აწუხებს ხალხს. „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ შედის ეს, რადგან დაკავებულნი არიან პროპაგანდით, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ, „დემოკრატიის ფესტივალთან“ დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, „დემოკრატიის ფესტივალი“ ასევე, შესაძლებლობაა, შეხვდნენ ხალხს და ერთად იმსჯელონ, თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ ის ძალიან მძიმე პრობლემები, რომლის წინაშეც საქართველოს მოქალაქეები დგანან.
„ფაქტია, ივანიშვილს ს წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით რომ ეშინია. ამას ადასტურებს მისი ორმაგი პატიმრობა. უპრეცედენტო შემთხვევაა, მისჯილ ადამიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდო.
სამწუხაროდ, ვერ შევძელი ამ შესანიშნავ ღონისძიებაზე დასწრება, რაც არის „დემოკრატიის ფესტივალი“. ვიყავი წალენჯიხაში, თელავში, აუცილებლად ვაპირებ ბათუმში წასვლას „დემოკრატიის ფესტივალზე“. ეს არის შესაძლებლობა შეხვდე ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს და ერთად იმსჯელოთ, თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ ის ძალიან მძიმე პრობლემები, რომლის წინაშეც საქართველოს მოქალაქეები დგანან.
მოწვევა მიღებული აქვს „ქართულ ოცნებასაც“, მაგრამ ბუნებრივია, მათ არ აქვთ ინტერესი, შეხვდნენ ხალხს, დაელაპარაკონ მათ რეალურ პრობლემებზე. ნაცვლად ამისა, მუდმივად დაკავებულნი არიან პროპაგანდით, რომელიც მათ შორის, მიზნად ისახავს, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრას. გასაგებია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ივანიშვილს ძალიან ეშინია. ამიტომ მიუსაჯა მას ორმაგი პატიმრობა, რაც უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა მოსამართლედ წოდებული, მიხეილ ჯინჯოლიას მიერ, რომელიც პოლიტიკური დავალების შესრულებაა ივანიშვილის მხრიდან.
ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილს წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით ეშინია მოახლოებული ცვლილებების და პრეზიდენტი სააკაშვილის შესაძლო თავისუფლების”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.