თინა ბოკუჩავა: დარწმუნებული ვარ, კალაძე ამ ადამიანებს ბორკილებით რომ ხედავს, ღამით მშვიდად არ სძინავს

დარწმუნებული ვარ, კალაძე ამ ადამიანებს ბორკილებით რომ ხედავს, ღამით მშვიდად არ სძინავს, რადგან მან გადასარევად იცის, რამდენი აქვს მოპარული, – ამის შესახებ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

ოპოზიციონერი ლიდერი არ გამორიცხავს, რომ სწორედ თბილისის მერი იყოს შემდეგი, ვისაც დააკავებენ, რადგან მისი თქმით, “ის ნამდვილად არის კორუფციის სიმბოლო“.

დარწმუნებული ვარ, კალაძე ამ ადამიანებს ბორკილებით რომ ხედავს, ღამით მშვიდად არ სძინავს. მან გადასარევად იცის, რამდენი აქვს მოპარული, ივანიშვილმაც გადასარევად იცის ეს, ამიტომ, შესაძლოა, ის იყოს შემდეგი, რადგან ის ნამდვილად არის კორუფციის სიმბოლო, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში, ქართველი ხალხის, თბილისელების ხარჯზე უდიდესი კაპიტალი მოაგროვა, ბინძური ფული. რატომ გამოვრციხავთ კალაძის დაჭერას, მაშინ როდესაც ორგზის ნაპრემიერალი, მისთვის ყველაზე ახლობელი დაიჭირა. კალაძე მისთვის ასეთი ახლობელი არასდროს ყოფილა,- განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, მისი ინფორმაციით, ივანიშვილს მერობის კანდიდატად, კალაძე საერთოდ არ უნოდა, თუმცა, იძულებული იყო, რადგან სხვა კანდიდატი არ ჰყავდა.

ივანიშვილს მოუწია კალაძის დაყენება, თუმცა, მას ის არასდროს ესიმპატიებოდა, შვილად არასდროს მოიხსენიებდა და ენდობოდა და გადასარევად იცის, რომ კალაძეს დაგროვილი აქვს ძალიან დიდი, კორუფციით მოპოვებული, უკანონო, არალეგალური ფული, – დასძინა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს