თინა ბოკუჩავა აქციის მონაწილეებს – დღეს ევროპის გული სწორედ თბილისში ძგერს – დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავაგონეთ მსოფლიოს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და არ დავთმობთ ევროპულ მომავალს

დღეს, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაბრუნება გადის ს უფლების დაბრუნებაზე, უფლების, რომელიც ივანიშვილმა ჩამოგვართვა 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თინა ბოკუჩავას თქმით, დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს.
„დღეს ევროპის გული სწორედ აქ, თბილისში ძგერს. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავაგონეთ მთელს მსოფლიოს, რომ საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროპაშია. თქვენ დღეს თქვენი აქ ყოფნით კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ევროპულ მომავალს.
ჩვენი ერთიანობით აუცილებლად დავიბრუნებთ ევროპულ მომავალს და მივიღებთ ახალ არჩევნებს. დღეს, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაბრუნება გადის სწორედ არჩევნების უფლების დაბრუნებაზე. უფლების, რომელიც ივანიშვილმა ჩამოგვართვა 26 ოქტომბერს.
დღეს ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად კიდევ ერთხელ გავაგონოთ ხმა ივანიშვილს, რომ ჩვენ ვიცით, სად არის ძალა, ძალა ერთობაშია და ძალა ევროპაშია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.