„ჯიპას“ ასოცირებული პროფესორი, კომუნიკაციის მკვლევარი თინათინ სტამბოლიშვილი:
კახა კალაძე რომ ამბობს პროტესტის მონაწილე ქალებზე – გაუგებარი ჯიშის არიანო – მისთვის მართლაც გაუგებარია, რა ჯიშისაა ის ქართველი ქალი, რომელსაც არ ასვენებს უსამართლობა, კორუფცია, მისი ქვეყნის გაურკვეველი მომავალი.
ვერ ხვდება, საერთოდ რატონ აწუხებს ქალს ჩინოვნიკი თუ იპარავს, გარშემო ღარიბებს სოცდახმარებას გადაუგდებს (ჩვენი გადასახადებიდან) და ბოლომდე დაიმონებს;
ვერ ხვდება რატომ გებჯინება ყელში ბურთი, როდესაც ოჯახურ სიწმინდეზე გელაპარაკება ამ ოჯახური სიწმინდის მთავარი შემბღალველი, თავად მოღალატე ქმარი და მოღალატე ცოლებით გარშემორტყმული;
ვერ ხვდება, რატომ არის წარმოუდგენელი შენს შვილებთან ერთად სახლში წყნარად ყოფნა და გარეთ რა ხდება, ფეხებზე დაკიდება (9 შვილის დედა სცემეს გუშინ);
ვერ ხვდება, როგორ შეიძლება თავის გადადება და ჟურნალისტად მუშაობა, რომ სიმართლემ დღის სინათლე ნახოს; როგორ არ გეზარება ცემის და ბეგვის მიუხედავად ეს საქმე ერთი პატარა ონლაინ გამოცემის თანამშრომელს (ასეთ ჟურნალისტ გოგოს გაუსწორდნენ გუშინ);
ვერ ხვდება, რატომ მწარდები, როდესაც კრიმინალი კაგებეშნიკი მამაო ღმერთზე გელაპარაკება და ღიად ესიყვარულება რუსეთს;
ვერ ხვდება, რატომ ვერ ამოიგდებ თავიდან სპერატატისტებისთვის გადახდილ ბოდიშს და დაჩმორებისკენ საყოველთაო მოწოდებას;
ვერ ხვდება, რატომ ბრაზდები, როდესაც გესმის კითხვა “რისთვის იბრძვის უკრაინა” და იმის გაგება, რომ უაზრობა იყო ანწუხელიძის მხრიდან მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა სიკვდილამდე;
ვერ ხვდება, რისთვის გაჯიქდა მზია ან ნინო და რატომ არ იხდის ბოდიშს ეგ ორი ქალი და სხვა პოლიტმატიმრები;
ვერ ხვდება, რომ უბრალოდ, ვერ მოისვენებ, ვერ დაწყნარდები და ბედნიერი ვერ იქნები ასეთ გარემოში.
მისთვის მართლად გაუგებარი ჯიშისაა ასეთი ქართველი. ძალიან კარგად ვუგებ მის ამ კითხვას: ესენი ქალები იყვნენ?