თინათინ სტამბოლიშვილი: განათლება “უფასო” გახდაო – თქვეს. მშობლებსაც გაუხარდათ (ხბოს სიხარულით). თუმცა ახლა აღმოაჩინეს, რომ მათი საშუალო მოსწრების შვილი (და 98% ასეთია) სასურველ ფაკულტეტზე ვერ მოხვდება, რადგან…

კომუნიკაციების სპეციალისტი, “ჯიპას” ასოცირებული პროფესორი თინათინ სტამბოლიშვილი:
განათლება “უფასო” გახდაო – თქვეს. მშობლებსაც გაუხარდათ (ხბოს სიხარულით). თუმცა ახლა აღმოაჩინეს, რომ მათი საშუალო მოსწრების შვილი (და 98% ასეთია) სასურველ ფაკულტეტზე ვერ მოხვდება, რადგან კვოტები ყველაზე პოპულარულ ფაკულტეტებზე განახევრდა ან კიდევ უფრო შემცირდა.
სახელმწიფო უნიში ფსიქოლოგის 30 ადგილია გამოყოფილი თბილისში. რეგიონებში არ ვიცი, მაგრამ ვისაც ფსიქოლოგია უნდოდა, თბილისდან ბათუმის ან ქუთაისის უნიში გადასვლის თანხა ცოტას აქვს. იგივე ხდება ბიზნეს ადმინისტრირებაზე, საერთ. სამართალზე და ა.შ. პლიუს ამდენი ინვესტიცია ჩადეს რეპეტიტორებში (მომზადება 1000ევროც კი ღირს ერთ საგანში).
მედიიდან კი მოისმინეს ეს ყველაფერი, მაგრამ უნიევრსიტეტებს საიტებზე ძველი ინფორმაცია უდევთ. სამინისტროს ცელი ხაზი ი ნფორმაციას ვერ გასცემს. უნის ოფიციალური ინფორმაცია არ მისვლია.
ვინმემ ხომ არ იცით, სახელმწიფოს პროფესიებში სურს სტუდენტების გადაქაჩვა – ოფიციალურად რას ამბობენ? ბოთლის მბერავი გავიგეთ, მაგრამ ეგ ბაკალავრი მგონი არ გვაქვს ჯერ. ასევე მშენებლობებზე მუშა-ხელსაც არ სჭირდება აკადემიური განათლება და რა მიმართულებით გვჭირდება?
რა დასკვნა გამოგაქვთ, აბიტურიენტის მშობლებო?