თინათინ რუხაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თინათინ რუხაძემ მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძესთან ერთად ს ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრ დავით მორგოშიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. საუბრისას გამოიკვეთა ინფრასტრუქტურული და სხვა სახის საკითხები, რომლებიც აწუხებს აფხაზეთის კულტურის სამინისტროს და დაისახა მათი მოგვარების გზები.
კულტურის მინისტრმა ყველა პრობლემის გადაწყვეტის გზების მოძიებაში დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო კოშტა – ტარიფები გადასახადებია, ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას – ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ექსპორტზე 30%-იანი ტარიფები დააზიანებს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს – მზად ვართ დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები