თითქმის 1000 დღიანი ომის განმავლობაში პუტინმა ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია. პუტინი ფიქრობს, რომ გაიმარჯვებს. ის ცდება – ლოიდ ოსტინი

“თითქმის 1000 დღიანი ომის განმავლობაში პუტინმა ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია,პრეზიდენტი ზელენსკი არ გაიქცა, არ დაეცა, არ დანებდა,” – განაცხადა -ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა უკრაინაში მისი მეოთხე ვიზიტისას.
ოსტინის თქმით, რუსეთმა განსაცვიფრებელი ფასი გადაიხადა “პუტინის იმპერიული სისულელისთვის,” დაკარგა ასობით ათასი ჯარისკაცი და დახარჯა 200 მილიარდ დოლარზე მეტი.
მან აღნიშნა, რომ უკრაინა აშშ-ის უსაფრთხოებისთვის ოთხი მიზეზით არის მნიშვნელოვანი: “პუტინის ომი არის პირდაპირი საფრთხე ევროპის უსაფრთხოებისთვის, აშკარა გამოწვევა ნატოში ჩვენი მოკავშირეებისთვის, თავდასხმა ჩვენს საერთო ღირებულებებზე და ფრონტალური შეტევა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე.”
“პუტინს ეგონა, რომ უკრაინა დანებდებოდა. ის შეცდა. პუტინს ეგონა, რომ ჩვენი დემოკრატიები დანებდებოდნენ. ის შეცდა. პუტინს ეგონა, რომ თავისუფალი სამყარო გაქრებოდა. ის შეცდა. და პუტინი ფიქრობს, რომ გაიმარჯვებს. ის ცდება,” – თქვა ოსტინმა.
რეალპოლიტიკა