თიბისი x Amazon Web Services – ტექ პარტნიორობა და კოლაბორაცია

თიბისი IT აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი DevOps მიმართულების კურსია, რომლის პროგრამაც მაქსიმალურად პრაქტიკულია და სასწავლო პროცესი რეალურ სამუშაო გარემოს ემსგავსება. სტუდენტებისთვის საგანგებოდ შეიქმნა სატესტო ლაბი, რომელიც ს რეალური სამუშაო გარემოს ანალოგია და პრაქტიკული დავალებების შესრულებასაც გულისხმობს.
კურსი კიდევ უფრო საინტერესო და ღირებული Amazon Web Services-თან პარტნიორობის დაწყების შემდეგ გახდა.
ამ თანამშრომლობის ინიციატორები არიან თიბისის გუნდის წევრები – გიორგი კაჭარავა (SRE ლიდი), საბა საყვარელიძე (CloudOps ინჟინერი) და თიბისი ჯგუფის გუნდის წევრი გიორგი სემენიხინი (ქლაუდ ინჟინერი), რომლებიც, ამავდროულად, ამ კურსის ლექტორები არიან.
AWS Cloud Platform თიბისის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. კომპანიის ქლაუდ პლატფორმის დიდი ნაწილი AWS-ის ინფრასტრუქტურაშია გამართული. ისყველაზე პოპულარული ღრუბლოვანი გარემოა. აქედან გამომდინარე, ტექ ტალანტებისთვის კურსში გათვალისწინებულია AWS-ის შესწავლა. დამწყებ ტექ ტალანტებს, რომლებიც თიბისი IT აკადემიაშიDevOps-ს შეისწავლიან, შესაძლებლობა მიეცემათ, მიიღონ ცოდნა და გაიზიარონ გამოცდილება Amazon-ის წამყვანი ტექ ინჟინრებისგან.
“ჩვენ გავმართეთ AWS-ის ინფრასტრუქტურა თიბისი აკადემიის სტუდენტებისთვის. შედეგად ისინი სწავლობენ AWS-ის სერვისებს და საშუალება აქვთ თეორიული ცოდნა მყისიერად გამოიყენონ პრაქტიკაში და იმუშაონ იმ ტიპის ამოცანებზე, რომლებიც რეალურ სამუშაო გარემოში ხვდებათ „ – ამბობს გიორგი სემენიხინი, თიბისი ჯგუფის ქლაუდ ინჟინერი.

ლაბის ტექნიკური მხარე შეგიძლიათ იხილოთბმულზე.
(R)