თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან 1553 უფროსკლასელი დარეგისტრირდა

გაზაფხულის სემესტრზე, ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 1553 რეგისტრირებულიდან, შერჩეული 600 მოსწავლე 3 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ შეისწავლის – ვებგვერდების აწყობას, UI/UX დიზაინს, ხელოვნურ ინტელექტს, ვებგვერდების პროგრამირებას და მობილური აპლიკაციების შექმნას, გრაფიკულ დიზაინსა და სოციალურ მედია მარკეტინგს.