თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ოპერაციების მართვაზე ტრენინგს ჩაატარებს

აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას განათლების კუთხით და ამ კამპანიის ფარგლებში მორიგი ტრენინგი 3 და 4 ივლისს გაიმართება. ტრენინგის თემაა როგორ ვმართოთ ოპერაციები ეფექტურად. ლექციებს გაუძღვება ნატო ლომაძე, ოპერაციების სპეციალისტი. ოპერაციები არის ორგანიზაციის ფუნქცია, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, შეძლებს თუ არა კომპანია შექმნას ისეთი საქონელი ან მომსახურება, რომელიც დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოლოდინს და შესაბამისად, იქნება თუ არა იგი კონკურენტუნარიანი.

შეხვედრების მიზანია მსმენელებს დაანახოს ოპერაციების როლი ნებისმიერი სახის ორგანიზაციაში და ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოპერაციების სხვა ფუნქციურ ერთეულებთან კოორდინირება ბიზნეს სტრატეგიის მიზნების მისაღწევად.

ლექციებზე განხილული იქნება ასევე სხვადასხვა მიდგომები და მეთოდები, რომელთა საშუალებითაც იმართება ოპერაციები. პროდუქტის და პროცესების დიზაინი, ნედლეულის შესყიდვა, ხარისხის უზრუნველყოფა, მიწოდების ჯაჭვის/მარაგების მართვას და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ლექცია I – 3 ივლისი

· ოპერაციები ორგანიზაციაში და პროცესების იერარქია

· ოპერაციების ისტორია და განვითარების საფეხურები

· ძირითადი მიმართულებები ოპერაციებში

· ოპერაციების შესრულების მიზნები

· პროდუქტიულობა

ლექცია II – 4 ივლისი

· მოკლე ქეისები პროცესებზე.

დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეობის მსურველები გთხოვთ, დარეგისტრირდით ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა (google.com)