თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ფესტივალი „JAZZ&WINE Kakheti“ გაიმართება

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, წელს კახეთი მერვედ მასპინძლობს ჯაზისა და ღვინის ფესტივალს, რომელიც წინანდლის მამულებში, 12 ოქტომბერს, ტრადიციულად ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება. წლევანდელ ფესტივალში 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მიიღებს მონაწილეობას.
ფესტივალის ამფითეატრის სცენა დაეთმობა იტალიურ ჯგუფს „სვით ლაიფ სოსაეთი“ (THE SWEET LIFE SOCIETY) მათი უნიკალური სტილი აერთიანებს ვინტაჟურ მელოდიებსა და ამერიკული ჰიპ ჰოპს, რაც ქმნის დახვეწილ და ელეგანტურ მელოდიას, რომელსაც საოცრად ერწყმის ჯულიეტა პასერასა და მორენო ტურის შეუდარებელი ვოკალი.
სადღესასწაულო განწყობას საღამოს ბოლრუმშიგააგრძელებენ ვირტუოზი მუსიკოსები: კოლუმბიელი ედმარ კასტანედა და შვეიცარიელი გრეგუარ მარე,უნიკალური პროექტით ჰარფ vs ჰარფ (Edmar Castañeda & Grégoire Maret – HARP vs HARP)
დღის ბოლოს კი, ამფითეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგება ფრანგული ჯგუფი „ელექტრო დე ლუქსი“ (ELECTRO DELUXE) მათ ფრანგული მუსიკის ელჩებსაც კი უწოდებენ. ჯგუფმა საერთაშორისო აღიარება დიდი ხნის წინ მოიპოვა. მათი მუსიკა უნივერსალურ ენაზე საუბრობს და აერთიანებს სოულის, ჰიპ-ჰოპისა და R&B ელემენტებს. საოცარი იმპროვიზაციის უნარი წარუშლელ ატმოსფეროს ქმნის დარბაზში და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს მსმენელის მეხსიერებაში. ეს არის ის, რითაც მუსიკოსები მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავენ მსმენელს.
ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ