კაპიტალი“ კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვას უკვე ქართულადაც აქვეყნებს

კაპიტალი“ კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვას, ინგლისურთან ერთად, ახლა უკვე ქართულადაც აქვეყნებს.
ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმოხილვა არსებული და პოტენციური ინვესტორებისათვის, კაპიტალის ბაზრების მონიტორინგის გამარტივების მიზნით შეიქმნა და საერთაშორისო აქციების ბაზრების, ინდექსებისა და ინდივიდუალური კორპორაციების ფუნდამენტურ და ტექნიკურ მიმოხილვას აერთიანებს.
„მიმოხილვაში გაეცნობით ამერიკის უდიდეს საფონდო ბირჟებზე დალისტული კორპორაციების მდგომარეობას, საერთაშორისო მაკროეკონომიკურ მიმოხილვას და ბაზრის სექტორულ ანალიზს, ასევე მიმდინარე პერიოდში 4 აქტუალურ საინვესტიციო თემას.
კაპიტალის ბაზრების სექტორული მიმოხილვის ფარგლებში, „თიბისი კაპიტალი“ საინფორმაციო ტექნოლოგიების, კომუნიკაციების, ენერგეტიკისა და სხვა სექტორების დეტალურ, ყოველკვირეულად ანალიზს გთავაზობთ.
კაპიტალის ბაზრების უახლეს მიმოხილვას ქართულ ენაზე გაეცანით ბმულზე.“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – საქართველო კი არ არის მოსწავლე, რომელსაც საშემოდგომოს აყოლებენ, „ქართული ოცნებაა“, რომელიც ცდილობს, რაიმე ფორმით ჩააბაროს – კობახიძის თავხედობა ასე მარტივად არ ჩაივლის

კახა წიქარიშვილი დიუშენის მედიკამენტებზე – რამდენიმე ფაქტორი იყო: საზოგადოების მხარდაჭერა, საპატრიარქოს გავლენა და ბიძინა ივანიშვილისადმი წერილი, არ გამოვრიცხავ, პერსონალურ ჩარევას