„თიბისი კაპიტალი“ კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვას უკვე ქართულადაც აქვეყნებს

კაპიტალი“ კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვას, ინგლისურთან ერთად, ახლა უკვე ქართულადაც აქვეყნებს.
ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმოხილვა არსებული და პოტენციური ინვესტორებისათვის, კაპიტალის ბაზრების მონიტორინგის გამარტივების მიზნით შეიქმნა და საერთაშორისო აქციების ბაზრების, ინდექსებისა და ინდივიდუალური კორპორაციების ფუნდამენტურ და ტექნიკურ მიმოხილვას აერთიანებს.
„მიმოხილვაში გაეცნობით ამერიკის უდიდეს საფონდო ბირჟებზე დალისტული კორპორაციების მდგომარეობას, საერთაშორისო მაკროეკონომიკურ მიმოხილვას და ბაზრის სექტორულ ანალიზს, ასევე მიმდინარე პერიოდში 4 აქტუალურ საინვესტიციო თემას.
კაპიტალის ბაზრების სექტორული მიმოხილვის ფარგლებში, „“ საინფორმაციო ტექნოლოგიების, კომუნიკაციების, ენერგეტიკისა და სხვა სექტორების დეტალურ, ყოველკვირეულად ანალიზს გთავაზობთ.
კაპიტალის ბაზრების უახლეს მიმოხილვას ქართულ ენაზე გაეცანით ბმულზე.“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, ეს შთამბეჭდავია – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას

ვოლოდიმირ ზელენსკი – საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ძლიერი, მე-18 პაკეტი, მთავარი სამიზნეები უნდა იყოს რუსული ნავთობი, ჩრდილოვანი ფლოტი, ბანკები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები