თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის – „კემპის“ ახალი სეზონი იწყება

თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის – „კემპის” ახალი სეზონი იწყება. თუ ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი და გაინტერესებს ფინანსები, საინვესტიციო საბანკო საქმიანობა ან ეკონომიკა, პროგრამა შენთვისაა.
პროგრამის მიზანია რეალურ სამუშაო გარემოში მიიღო საინვესტიციო, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება.
წარმატებული მონაწილეობის შემთხვევაში, შანსი გაქვს თიბისი კაპიტალის გუნდს შემოუერთდე. ასევე, თუკი შენი გუნდი პირველ ან მეორე ადგილზე გავა, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის აქციების მფლობელი გახდები.
პროექტის სხვადასხვა ეტაპზე, ინდივიდუალურ და ჯგუფურ დავალებებს შეასრულებ.
ფინალური ეტაპი ქალაქგარეთ ჩატარდება, სადაც ფინალისტი ჯგუფები დავალებაზე თიბისი კაპიტალის გუნდის წევრების მენტორობით იმუშავებენ. გამარჯვებულებს კი ჟიური გამოავლენს.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია გაცნობით ვებინარს დაესწრო. პროექტის დეტალებს გაეცანი და ვებინარზე დასასწრებად დარეგისტრირდი ბმულზე: https://link.tbc.ge/Camp-registration
გაიცანი „კემპის” შარშანდელი გამარჯვებულები, რომლებიც მოგიყვებიან რას საქმიანობენ დღეს თიბისი კაპიტალში:
https://fb.watch/oAp7pB3_zi/