თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
23 – 24 სექტემბერს 19:00 საათზე გაიმართება შეხვედრა ბრენდის კონტულტანთან, დავით ხუცუშვილთან, რომელიც ისაუბრებს თემაზე – როგორ განვსაზღვროთ სამიზნე აუდიტორია?
ფიზიკური შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნება:
23 სექტემბერი – სეგმენტაცია
1) რა არის ბაზრის სეგმენტაცია
2) რას ემსახურება ბაზრის სეგმენტაცია
3) სეგმენტაციის სახეები
4) სეგმენტაციის გამოყენების წესები
24 სექტემბერი – ტარგეტინგი
1) როგორ ხდება მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევა
2) მიზნობრივ აუდიტორიასთან წვდომის სტრატეგიების ჩამოყალიბება
3) როგორ ხდება მიზნობრივი აუდიტორიის დეტალური დახასიათება
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია:
სარეგისტრაციო ფორმა (google.com)