თიბისის ტექსკოლის ერთი წელი

ტექსკოლა ს საგანმანათლებლო ინიციატივაა. აქ, მთელი საქართველოდან მოსწავლეები მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით ეუფლებიან ციფრული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებს და იძენენ უნარებს, რომლებიც პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ.
თიბისიმ, 2023 წელს, ახალი თაობისთვის, ტექნოლოგიების შემსწავლელი, სრულად დაფინანსებული ტექსკოლა დააარსა. სასწავლო პროგრამა განკუთვნილია ტექნოლოგიებით დაინტერესებული, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის.
ვებგვერდების აწყობა და პროგრამირება, მობილური აპლიკაციების შექმნა, ციფრული მარკეტინგი, გრაფიკული დიზაინი, ფოტო-ვიდეოგრაფია და UI/UX დიზაინი. ეს იმ სამ თვიანი კურსების ჩამონათვალია, რომლებსაც თიბისი სთავაზობს ტექსკოლის მონაწილეებს.
თიბისიმ ტექსკოლა, ჯეოლაბთან პარტნიორობით დააარსა და მას უკვე, მთელი საქართველოდან 1800-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. აღსანიშნავია ისიც, რომ გაზაფხულის ნაკადის მონაწილეთა 15%-მა, წინა სემესტრებში, უკვე გაიარა ტექსკოლის სხვადასხვა კურსი და ტექნოლოგიების სხვა მიმართულების კურსებს აქვე ეუფლება.
სხვადასხვა პროექტების განხორციელებით, თიბისი, ყოველთვის ზრუნავდა განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაზე. 2023 წელს კი ახალი თაობის შთაგონება, მათი მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად იქცა. თიბისი, არაერთი საგანმანათლებლო ინიციატივის განხორციელებით, მომავალშიც გააგრძელებს ახალი თაობის აქტიურ მხარდაჭერას.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ! – ე.წ. საგამოძიებო კომისია არის კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების კონტრრევოლუცია და მისი მიზანია ჩვენი გენეტიკური კოდის გამოცვლა

თეა წულუკიანი – ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, სადაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა რეალურ შინაარსს შეიძენს და უცხოელი ელჩის აზრი არ იქნება საინტერესო – არცერთი ელჩი, ერთი ორი გამონაკლისის გარდა, პატივს არ სცემდა ჩვენს სუვერენიტეტს

„ნავთლუღის სპეცოპერაციის“ დროს მოკლულის მამამ, მიხეილ ართმელაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ჯალათები უწოდა, თეა წულუკიანმა კი განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ ეს ტერმინი კომისიის დასკვნაში მოხვდება