ს სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვის

თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია.

სპეციალური შეთავაზების ფარგლებში გაიცემა 50,000-დან 500,000 ლარამდე სესხი უზრუნველყოფის გარეშე. სესხის პროცენტი: არაუმეტეს 10%-ისა პირველი 60 თვის განმავლობაში.

დამატებით, თუ თანხა მოხმარდება საინვესტიციო მიზნობრიობას და მოხდება ევრო სტანდარტის აქტივის შეძენა, მომხმარებელი შეძლებს დაიბრუნოს სესხის თანხის 10-15%.

გარდა ამისა, ქალ მეწარმეებს სთავაზობს კიდევ სხვა შეღავათებსაც სხვადასხვა საბანკო პროდუქტზე, მათ შორის:

  • თიბისის ტერმინალის საკომისიოზე 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი
  • თიბისის ბარათებით შესრულებულ ტრანზაქციაზე – 1.4%, მინ. 0.1 ლარი (ნაცვლად 1.5% სა)
  • პარტნიორი ბანკების ბარათებით შესრულებულ ტრანზაქციაზე – 1.4%, მინ. 0.1 ლარი (ნაცვლად 1.7% სა)

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს