თიბისის მხარდაჭერით, 27 ნოემბერს Film Industry Meetups გაიმართება, რომლის მთავარ თემასაც შემოქმედებით ინდუსტრიაში თანამედროვე ტექნოლოგიების როლი წარმოადგენს. ღონისძიების მიზანი შემოქმედებით სფეროში არსებული პროფესიების მიმართ ცნობიერების ამაღლება, ნეთვორქინგის შესაძლებლობების შექმნა და შემოქმედებით ინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეებისა და ცოდნის გაზიარებაა.
ღონისძიების პირველი ნაწილი ცნობილ კინემატოგრაფ Phedon Papamichael-ს დაეთმობა, რომელსაც მრავალი ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის, ორჯერ არის ნომინირებული The Academy Awards-ზე საუკეთესო კინემატოგრაფიისთვის. იგი ღონისძიებაზე მთავარი სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი და დამსწრე საზოგადოებას საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებს.
ღონისძიების მეორე ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმობა თემაზე – “თანამედროვე ტექნოლოგიების როლი შემოქმედებით ინდუსტრიაში”, რომლის მოდერატორიც POSTRED-ის დამფუძნებელი და CEO, ბესო კაჭარავა იქნება. პანელური დისკუსიის დანარჩენი მონაწილეები არიან: გიორგი ავალიანი, ალექსანდრე კორძაია (კორძი), ანა მარკოზაშვილი და გიორგი პოპიაშვილი (პოპიკა).
დღის განრიგი:
· 10:30 – 11:00 – მიღება
· 11:00 – 11:10 – ღონისძიების გახსნა
· 11:10 – 12:00 – ფედონ პაპამაიკლის და ბესო კაჭარავას დიალოგი
· 12:00 – 12:30 – ნეთვორქინგი
· 12:30 – 13:30 – პანელური დისკუსია
ღონისძიება 27 ნოემბერს, სტამბაში გაიმართება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.