„თიბისის“ მხარდაჭერით, ტექნოლოგიური კონფერენცია Tester's Day 2024 გაიმართება

8-9 სექტემბერს თბილისში „თიბისის“ მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით, საქართველოში პროგრამული ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნება და 2-დღიანი ღონისძიება ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენციას „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ უმასპინძლებს, სადაც საქართველოსა და ევროპის წამყვანი კომპანიები და საერთაშორისო სპიკერები მიიღებენ მონაწილეობას.
„წელს ტესტერთა დღე 5 წლის ხდება და შესაბამისად, განსაკუთრებით გამორჩეულია. ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ დაუკავშირდნენ პროფესიონალებს საქართველოდან და მსოფლიო მასშტაბით. მნიშვნელოვანი ურთიერთობები დაამყარონ, ცოდნა გააზიარონ და პროფესიული ქსელი გააძლიერონ.
დღის განმავლობაში იქნება რეალურ ქეისებზე ინსპირაციული საუბრები, როგორც ქართველი სპიკერბისგან ისე მსოფლიოდან, დინამიური პანელური დისკუსიები, საინტერესო „ვორკშოპები“. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ QA-ს (ხარისხის უზრუნველყოფის – Quality Assurance ) – ის ბაზრის უახლეს კვლევას, რომელიც ბოლო 5 წლის მიმოხილვას მოიცავს.
“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, უკვე მესამე წელია მხარს უჭერს ტესტირების საერთაშორისო დღეს, რადგან „თიბისისთვის“ მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
რეგისტრაციისა და ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…