თიბისის მხარდაჭერით სერგო ფარაჯანოვის საკულტო ფილმის „ბროწეულის ფერის“ ქორეოგრაფიული სპექტაკლი გაიმართება

18 მარტს რუსთაველის თეატრში უნიკალურიქორეოგრაფიულ სპექტაკლი „ბროწეულის ფერი“ გაიმართება. წარმოდგენა თიბისის,სომხეთის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩატარდება.
ქორეოგრაფიული სპექტაკლი აერთიანებს ჰიპ-ჰოპსა და ტრადიციულ კავკასიურ ბგერებს, ხალხურ და ელექტრონული მუსიკას, რომელიც სერგო ფარაჯანოვის მხატვრულ მემკვიდრეობას ახალ პოეტურ შუქს სძენს.
სპექტაკლი ლეგენდარული კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის ასი წლის იუბილეს ეძღვნება. სპექტაკლის სამხატვრო ხელმძღვანელი ფრანგი ქორეოგრაფი მურად მერზუკია, ორიგინალური იდეის ავტორი კი სატე ხაჩატრიანი, ფრანგული თეატრალური ჯგუფის „Saté-âtre“ დირექტორი.
სერგო ფარაჯანოვი მრავალი კინოპრემიის ლაურატი, კინორეჟისორი, სცენარისტი და მხატვარი იყო. მსოფლიო აღიარება სერგო ფარაჯანოვს ეწვია ისეთი საკულტო ფილმების შექმნის შემდეგ როგორებიცაა: „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ (1965) და „ბროწეულის ფერი“ (1969).
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე- https://biletebi.ge/rustaveli-national-theatre/brotseulis-feri-the-color-of-pomegranate

ასევე დაგაინტერესებთ

“ვიტყვი, რომ ორივე მხარე, ,,ოცნებაც” და “ნაცებიც” მამაჩემის სახელს წევენ ჩემს გასაშავებლად. მე ვარ ვარდენ, იგივე ვადო მაჭავარიანი, დაბადებული და გაზრდილი თბილისში, წარმოშობით კი სოფელ ჭორვილადან”

წილოსანი: ჩემ­თვის, ალ­ბათ, არ იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი დე­ბა­ტებ­ში შეს­ვლა ასაკ­რძა­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ხელი მო­ვა­წე­რე ამ პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვას, მათ არ მი­ვიჩ­ნევ ლე­გი­ტი­მუ­რად