ს მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი – „ბლოქსი კრწანისი“ დასრულდა

თიბისის მხარდაჭერით, კრწანისში, შვეიცარიის ყოფილი საელჩოს ტერიტორიაზე, დეველოპერული კომპანია „ბლოქსის“ პროექტი – „ბლოქსი კრწანისი“ დასრულდა.
პროექტში 50 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, რომელიც სრულად ეკო-მეგობრულ და მყუდრო განაშენიანებას მოხმარდა.
7800 მ²-ზე გაშენებული კომპლექსი ორ დაბალსართულიან საცხოვრებელ ბლოკს, გასართობ, მოსასვენებელ და კომერციულ სივრცეებს, რეკრეაციულ ზონას და მიწისქვეშა ავტოსადგომებს აერთიანებს.
მიმდებარე ტერიტორიაზე საელჩოები და დიპლომატიური დაწესებულებები, კომპლექსის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს განაპირობებს. ასევე, მაცხოვრებლების უსაფრთხოებასა და კომფორტს, 24/7 რეჟიმში, დაცვის სამსახური და კონსიერჟი უზრუნველყოფს.
საცხოვრებელი ბლოკების ფასადი ვენტილირებადი, ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებით მოეწყო.
პროექტის შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულებზე:
· https://blox.ge/ka/projects/krtsanisi
· https://www.facebook.com/BLOXge

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ფაქტია, რომ სურსათზე ფასების კუთხით რაღაც გამართულად არ არის – როგორც ჩანს, იყო ხარვეზები, დარღვევები თანამდებობის პირების მხრიდან, მათ რომ კეთილსინდისიერად ემუშავათ, შეიძლება ეს პრობლემები არ დამდგარიყო

ლელა ჯეჯელავა – შესაწირი ბატკანივით რომ დაადო თავი ლილუაშვილმა და მივიდა პროკურატურაში, დავიჯერო თავის დასაცავი ან სხვისი დასაშანტაჟებელი არაფერი ჰქონდა? უცნაური ამბავია – რაშიც ლილუაშვილი მონაწილეობდა, მონაწილეობდა ივანიშვილიც