თიბისის მხარდაჭერით თბილისში Data Bootcamp-ი ჩატარდება

მონაცემთა ანალიზის და პროგრამირების, 7 დღიან ინტენსიურ, სასწავლო კურსებზე მონაწილეებიგაივლიან ტრენინგებს და მენტორშიფ სესიებსხელოვნური ინტელექტის (AI) და მანქანური სწავლების (ML) მიმართულებით, ისწავლიან იდეების სწორად გენერირებას და წარმატებული Pitching-ის პრაქტიკულ დეტალებს. ფინალურ დღეს კი შექმნილ პროექტებს, წარუდგენენ ჟიურის წევრებს და რჩეული გუნდები და მონაწილეები დასაჩუქრდებიან სპეციალური პრიზებით.
Data Bootcamp-ის პარტნიორია თიბისი. გურჯაანის, ზუგდიდის და ბათუმის Data Bootcamp-ების მსგავსად, თბილისის ბანაკის რჩეულ მონაწილეებსაც, თიბისი აძლევს შესაძლებლობას Data Academy-ის ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიანი კურსი გაიარონ. კურსი ითვალისწინებს თიბისის პროფესიონალ ჯგუფთან ერთად მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობას.
თბილისის Data Bootcamp-ში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, პროგრამირებაში გამოცდილ და DataScience-ით დაინტერესებულ პირებს, რომელთა ასაკიც 15 წელს აღემატება. დარეგისტრირდი:https://mtr.cool/kvyjrdrmid